ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2016
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 659 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2013 მიღება
12.07.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2013 წლის 26 აპრილი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 209​3 მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე) გაშვება. 2. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესი (დანართი №1). 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ზედამხედველობის სამსახური”. 4. დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ოზურგეთის სერვისცენტრის” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.                                 5.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალეკო მამეშვილი დანართი №1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესი 1. ეს წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე) დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.    2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ოზურგეთის სერვისცენტრის” და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.   11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ოზურგეთის სერვისცენტრს”. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. 14. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ზედამხედველობის სამსახური“ აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად. 15. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ზედამხედველობის სამსახური“ უფლებამოსილია, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეს ამ წესით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე (რომელიც წარმოადგენს პირველ შემთხვევას ან/და არ არის გამოწვეული პირუტყვის მესაკუთრის ბრალეულობით) არ დააკისროს ამ წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სახდელი. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ამ წესის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები.