ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება.
მუხლი 2
1.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე/მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას, რომლის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის” მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე მოვლა- შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.
2.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით.
მუხლი 3
1.
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.
2.
იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
მუხლი 4
1.
ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.
2.
იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, გამოცხადდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში“ და წარადგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის ოქმის ჩაბარების და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
მუხლი 5
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.
2.
მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
3.
ჯარიმა და მომსახურების საფასური სრულად ირიცხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6
ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის”.
მუხლი 7
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „იურიდიული სამსახური“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი”-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას და ჩაბარებას დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „იურიდიული სამსახური“ უფლებამოსილია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეს ამ წესით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე (რომელიც წარმოადგენს პირველ შემთხვევას ან/და არ არის გამოწვეული პირუტყვის მესაკუთრის ბრალეულობით) არ დააკისროს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ამ დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები.
მუხლი 8
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 9
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აპრილის №11 დადგენილება.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დავით დარჩია
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.04.2018.
როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 07.07.2016. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.113.016269.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.04.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №16, 07.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3331988/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია