ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2018 ბოლო ცვლილება 09.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.113.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 4 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის  და 2093 მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით, აიკრძალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის  გაშვება.
მუხლი 2
1. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე/მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას, რომლის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

2. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე/მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაუყოვნებლივ იზოლაციას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

3. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან/და 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით.

მუხლი 3
1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.

2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 

მუხლი 4
1. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

2. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან და წარადგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

მუხლი 5
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.

 2. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 

 3. ჯარიმა და მომსახურების საფასური სრულად ირიცხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 6
ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებას.
მუხლი 7
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას და ჩაბარებას დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება უფლებამოსილია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეს ამ წესით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე (რომელიც წარმოადგენს პირველ შემთხვევას ან/და არ არის გამოწვეული პირუტყვის მესაკუთრის ბრალეულობით) არ დააკისროს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სახდელი. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ამ დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები.   

მუხლი 8
დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის  მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ. 
მუხლი 9
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 ივლისის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge 12/07/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016269).

2. ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge 28/10/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.171.016099).

მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია