ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2015 წლის 26 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი |
|
მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი
2. სპეციალურ სადგომზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის საფასური (ხარჯი) განისაზღვრება დღე-ღამეში 10 (ათი) ლარის ოდენობით. ცალკეულ შემთხვევებში ზემოთ აღნიშნული მოვლა-პატრონობის საფასურის ოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად.
3. ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ს აფიქსირებს და ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის ქმედებებს (პირუტყვის სადგომზე გადაყვანა, აღწერა, მესაკუთრის/მფლობელის დადგენა და ა.შ.) ახორციელებს „თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ოზურგეთის სერვისცენტრი“ (უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით).
4. თუ პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი უცნობია ,,თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ოზურგეთის სერვისცენტრი“ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს, ავრცელებს საჯარო განცხადებას) პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დადგენის მიზნით. უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
5. ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ის დაფიქსირების შემდეგ ,,თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ოზურგეთის სერვისცენტრი“ შესაბამის დოკუმენტაციას (მესაკუთრის/მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი, მესაკუთრის/მფლობელის მიერ წერილობითი დადასტურება პირუტყვის მის საკუთრებაში/მფლობელობაში ყოფნის შესახებ, სამართალდარღვევის ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და ა.შ.) წარუდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურს.
6. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას ადგილზე იმყოფება პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი, პირუტყვზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მესაკუთრე/მფლობელი ადგილზე ადგენს ხელწერილს პირუტყვის მის საკუთრებაში ყოფნის შესახებ.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება (განყოფილების საჯარო მოხელეები), რომელიც უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ, სამართალდარღვევის საქმის წარმობისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის დაუყონებლივ ეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
8. „თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ოზურგეთის სერვისცენტრი“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტოს მეშვეობით.
2. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს „თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ოზურგეთის სერვისცენტრი“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სწორად შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობისთვის
გაწეული ხარჯის შესახებ
გადამხდელი _____________________________________________________________________
(სახ.б გვარი, პირადი ნომერი)
პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის და ------ დღე-ღამის განმავლობაში პირუტყვის მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს
_____________________________________________________________________________________
(თანხა სიტყვიერად)
„ -------“ ---------------------20---წ.
ჩავაბარე
სერვისცენტრის დირექტორი -------------------------- /------------------------/
ჩავიბარე - - - - - - - - - - - - /----------------------------/