ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2023 წლის 19 ივნისი ქ. ვანი |
|
2. ქალაქ ვანის ქუჩებში პირუტყვის ყოლა/ყოფნა დასაშვებია მეთვალყურეობის ქვეშ მხოლოდ პირუტყვის საძოვარზე გადარეკვის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალისტი. ოქმს თან უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას და მის მოვლა-პატრონობას, ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) უზრუნველყოფს ზედამხედველობის სამსახური.
4. პირუტყვის დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯის ოდენობა განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით.
2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული საიდენტიფიკაციო ნომერი, პირის საკუთრების უფლების დადასტურება მოხდება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
3. პირუტყვის დაბრუნების თაობაზე დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
2. დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
3. პირუტყვის მეპატრონის მიერ დადგენილ ვადაში დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
5. ჯარიმა, ასვევ პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირუტყვის მესაკუთრეს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.