ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.07.2018 ბოლო ცვლილება 23.08.2018
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.117.016420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 11 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 239-ე  მუხლის მე-14  ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 სექტემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 09/09/2014;  სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.172.016031).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის  ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (ტექსტში შემდგომ – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ მოქმედების სფეროსю

2. წესის მიზანია ქალაქ ამბროლაურის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.


მუხლი 2. პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა 
1. პირუტყვის ყოფნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასაშვებია, გარდა ქალაქის ბულვარის, პარკისა და სკვერის ტერიტორიისა (სადაც პირუტყვის ყოფნა აკრძალულია როგორც მეთვალყურეობის გარეშე, ისე მეთვალყურეობის ქვეშაც).

2. პირუტყვის მიერ  ქალაქის ქუჩების გადაკვეთა დასაშვებია, მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით.


მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ (ტექსტში შემდგომ – სამსახური).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილ იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

4. სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი;

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 10 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 5 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე.

5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.


მუხლი 4. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების  აღსრულებაზე  და  ვალდებულია:

ა)  უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა (შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება);

ბ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური  და  კანონსაწინაღმდეგო  ქმედებებისაგან;

გ) აწარმოოს გამოვლენილი სამართალდამრღვევის კუთვნილი პირუტყვის მონაცემთა ბაზა;

3. პირუტყვის (პასუხისმგებელი პირის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო)  დაღუპვის შემთხვევაში, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი  პირი 30  (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  ვადაში.


მუხლი 5. პირუტყვის დაბრუნების წესი
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების უფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ.

3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს  აწერს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე.


მუხლი 6. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი 
1. პირუტყვის მესაკუთრის მიერ დაკისრებულ ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში  პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, სხვაობა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

3. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან.

4. ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.


მუხლი 7. წესის მოქმედება  
აღნიშნული  წესის  მოქმედება  ვრცელდება  როგორც   პირუტყვის  მესაკუთრეზე,  ასევე  იმ პირზე, რომელიც სჩადის  სამართალდარღვევას,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  მესაკუთრის  დადგენა  შეუძლებელია.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2018.
როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.07.2018. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.117.016420.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.08.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“, №51, 11.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016420 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4257187/