ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2013 წლის 29 აპრილი დაბა სტეფანწმინდა |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
მ ი თ ი თ ე ბ ა №
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამრღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აღნიშნული გათვალისწინებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------------------------------------–
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------
დარღვევის გამოსწორების ვადა –––––––––––––––––––––––––––––––––––– დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაჰბარდა და გაეცნო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად შესრულდა („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თვისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-11 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ.
„„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებულ ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში-ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.