სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2013
ძალის დაკარგვა 20.10.2014
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,933 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2013 მიღება
20.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2013 წლის 30 აპრილი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის  სოციალური  უზრუნველყოფის  პროგრამებიდან დახმარების გაცემის  წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემურად შამათავა დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის  სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესი წინამდებარე წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს  და მათი  გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები და ოდენობა მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სოციალური დახმარების პროგრამა. 2. შობადობის წახალისება (სამი და მეტი შვილის შემთხვევაში). 3. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები. 4. მრავალშვილიან (5 და 5-ზე მეტ შვილიანი) ოჯახები. 5. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები. 6. დედ-მამით ობოლი ბავშვები. 7. უსინათლოები (I  და II ჯგუფის ინვალიდები). 8. ყრუ-მუნჯები. 9. სამამულო ომის ვეტერანები (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით). 10. პანსიონატში მყოფი ინვალიდი ბავშვები (საახალწლოდ და სააღდგომოდ საჩუქრების შეძენა, გადაცემა). 11. კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვები (საახალწლოდ საჩუქრების შეძენა, გადაცემა); 12. სარიტუალო მომსახურების დაფინანსება (გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახი, გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახი). 13. 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამა. 14. უმწეო ბენეფიციარები, რომლებიც იკვებებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში (საჩუქრების შეძენა, გადაცემა). 15. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვის დახმარება. 16. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების  გატარების პროგრამა (უსახლკაროდ დარჩენილები). მუხლი 2🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. შობადობის წახალისების პროგრამა - მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახზე - 200 ლარი. 2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა - ერთ ოჯახზე 2500 ლარი, ნაწილობრივ ზიანის შემთხვევაში 1000 ლარი. 3. სადღესასწაულო დღეებში დახმარების პროგრამა: ა) მრავალშვილიან (5 და 5-ზე მეტი შვილიანი) ოჯახებზე დახმარება კვარტალურად - ოჯახზე 200 ლარი; ბ) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად - ერთ ხანდაზმულზე 100 ლარი; გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე კვარტალურად - ერთ ბავშვზე 50 ლარი; დ) უსინათლოებზე - I და  II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ - ერთ ოჯახზე 50 ლარი; ე) ყრუ-მუნჯებზე წელიწადში ორჯერ - ერთ მოქალაქეზე 50 ლარი; ვ) სამამულო ომის ვეტერანებზე - 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - ერთ მოქალაქეზე 200 ლარი წელიწადში ერთჯერ. ზ) ინვალიდ ბავშვთა პანსიონატზე საახალწლოდ და სააღდგომოდ საჩუქრების შესაძენად 2,5 ათასი ლარი; თ) კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვებისათვის საახალწლოდ საჩუქრების შესაძენად - 5,0 ათასი ლარი; ი) უმწეო ბენეფიციარებზე, რომლებიც იკვებებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში, საჩუქრების შესაძენად - 2,0 ათასი ლარი. 4. სარიტუალო მომსახურების პროგრამა: ა) გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე - 100 ლარი; ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახზე - 250 ლარი. 5. 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახზე გაიცემა  500 ლარი. თავი II ფულადი დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 3🔗. კატეგორია, რომელზედაც გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობა გაუარესებული მოქალაქეების ფინანსური დახმარება სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობა გაუარესებული მოქალაქეების ფინანსური დახმარება გაიცემა შემდეგ  კატეგორიაზე ა ) ოჯახები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე;  ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ავარიულ სახლებში, რომლებიჩ საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს; გ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაავადებულ პირებზე, ასევე განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებზე. მუხლი 4🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობა გაუარესებული მოქალაქეების დახმარება 1. მოქალაქემ, რომელიც განიცდის ეკონომიურ გაჭირვებას უმუშევრობის ან დაბალშემოსავლიანობის გამო ან/და ჯანმრთელობა გაუარესებულია, განცხადებით უნდა მიმართოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას უნდა დაურთოს: ა) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც აღწერილი იქნება ოჯახის მდგომარეობა; რწმუნებული პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე; ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; გ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100 (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განცხადების განხილვის შემთხვევაში); ე) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახში არსებობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობა გაუარესებული მოქალაქეების დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამართლებრივი აქტის საფუძველზე  შექმნილი  შესაბამისი   მუშა-ჯგუფის მიერ. 3. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუშა-ჯგუფის  სხდომის ოქმის საფუძველზე შედგენილი გამგებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. მუხლი 5🔗. შობადობის წახალისების პროგრამა 1. ახალშობილის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტში, მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დახმარება ახალშობილის შეძენის გამო. 2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა სენაკის მუნიციპალიტეტის    გამგეობაში  უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი  განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; დ) შვილების (მათ შორის ახალშობილის) დაბადების მოწმობის ასლები. 3. ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ახალშობილზე  200 (ორასი) ლარის ოდენობით. 4. განცხადებას   ახალშობილის  შეძენის  გამო  დახმარების  მიღების  თაობაზე  განიხილავს  სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური. 5. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე შედგენილი გამგებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 6. .დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო  პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 6🔗. ხანძრის  შედეგად  უსახლკაროდ  დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა 1. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს უფლება  აქვთ მოითხოვონ დახმარება. 2. დახმარების მისაღებად ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სახანძრო დაცვისა  და სამაშველო სამსახურის  მიერ; დ) ცნობა (ხანძრის შესახებ), გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო  დაცვისა და სამაშველო სამსახურის მიერ; ე) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის  შემთხვევაში). 3. ხანძრის შედეგად  უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების ოდენობა  განისაზღვრება ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით, ხოლო ნაწილობრივ ზიანის შემთხვევაში  1000  ლარის ოდენობით. 4. განცხადებას  ხანძრის შედეგად დახმარების მიღების თობაზე განიხილავს  სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 5. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე შედგენილი გამგებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 6. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო  პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 7🔗. ბენეფიციართა დახმარებების პროგრამა 1. დახმარების მიღების მოთხოვნის უფლება აქვს: ა) მრავალშვილიან (5 და 5-ზე მეტ შვილიან 18 წლამდე ასაკის) ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტში. ა.ა) დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა (5 და 5-ზე მეტ შვილიან 18 წლამდე ასაკის)  ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  - წერილობითი განცხადება;  - მშობლის პირადობის მოწმობის (გარდაცვლილის შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობის) ასლები;  - მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი;   - მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; - შვილების დაბადების მოწმობის ასლები. ა.ბ) მრავალშვილიანი (5 და 5-ზე მეტ შვილიანი 18 წლამდე ასაკის) ოჯახისთვის ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება კვარტალურად ერთ ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ბ) ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეებს. ბ.ა) დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; - ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; - განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი - თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; ბ.ბ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს (18 წლამდე). გ.ა) დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  - წერილობითი განცხადება;   - ბავშვის (ბავშვების) პირადობის მოწმობის ასლი (ასლები);  - ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; - მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. გ.ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება კვარტალურად ერთ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. დ) უსინათლოებს (I და II ჯგუფის ინვალიდები). დ.ა) დახმარების მისაღებად უსინათლოს (I და II ჯგუფის ინვალიდი) ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან მისი წარმომადგენლის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:   - წერილობითი განცხადება;  - უსინათლოს  (I და II ჯგუფის ინვალიდი) პირადობის მოწმობის ასლი;   - წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი;   - ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დ.ბ) უსინათლოებზე (I და II ჯგუფის ინვალიდები) წელიწადში ორჯერ ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ერთ ოჯახზე 50 ლარის ოდენობით. ე) ყრუ-მუნჯები. ე.ა) დახმარების მისაღებად ყრუ-მუნჯი მოქალაქის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - წერილობითი განცხადება;  - ყრუ-მუნჯი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; - ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ე.ბ) ყრუ-მუნჯ მოქალაქეზე წელიწადში ორჯერ ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ერთ მოქალაქეზე 50 ლარის ოდენობით. ვ) სამამულო ომის ვეტერანები (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით). ვ.ა) დახმარების მისაღებად სამამულო ომის ვეტერანის მიერ (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:  - წერილობითი განცხადება;   - სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;  - სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი. ვ.ბ) სამამულო ომის ვეტერანებზე - 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ერთ მოქალაქეზე  200 ლარის ოდენობით. 2. განცხადებას სადღესასწაულო დღეებში დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს  სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 3. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე შედგენილი გამგებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 4. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო  პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა. მუხლი 8🔗. სოციალურ ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების პროგრამა    სოციალური     ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების პროგრამიდან უსახლკაროდ დარჩენილ (თავშესაფრის არმქონე) პირებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ადგილზე გასვლით და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (რწმუნებულის) მიერ გაცემული ცნობის საფუძველზეგაიცემა ოჯახზე 200 (ორასი) ლარი კვარტალურად. ოჯახის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ორჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ და დგება შესაბამისი ოქმი. მუხლი 9🔗. სარიტუალო მომსახურების პროგრამა 1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი. 2. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი; გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. 3. სარიტუალო მომსახურების მიზნით ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება: ა) გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე - 100 ლარი; ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახზე - 250 ლარი. 4. განცხადებას სარიტუალო მომსახურების თანხის მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 5. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე შედგენილი გამგებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 6. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანო 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა მიმართ სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინების საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი მუშა-ჯგუფის მიერ. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე სოციალური  დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე. მუხლი 11🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით,  მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად, ეგზავნება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. მუხლი 12🔗. მუშა-ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სენაკის მუნციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს  მუშა-ჯგუფი  განიხილავს  სხდომაზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მუშა-ჯგუფის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მუხლი 13🔗. მუშა-ჯგუფის  მიერ  განცხადებების განხილვის წესი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მუხლი 14🔗. მუშა-ჯგუფის   სხდომის  ოქმები 1. მუშა-ჯგუფის ყოველი სხდომისას  დგება შესაბამისი ოქმი. 2. მუშა-ჯგუფის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს  ამავე ჯგუფის  მდივანი. 3. მუშა-ჯგუფის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 15🔗. ფულადი დახმარების გაცემა სოციალური   დახმარების თანხის  დარიცხვა  წარმოებს შესაბამისი  სამართლებრივი აქტის  გათვალისწინებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ  საბანკო  ანგარიშზე.