სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2014 წლის 15 ოქტომბერი ქ. სენაკი |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესი
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეჭირვებულ და ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სოციალური დახმარების პროგრამა;
ბ) შობადობის წახალისების პროგრამა;
გ) ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა;
დ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;
ე) სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
ვ) სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების პროგრამა;
ზ) ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამა.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა - ერთ ოჯახზე სრული ზარალის შემთხვევაში 2500 ლარი, ნაწილობრივ ზიანის შემთხვევაში 1000 ლარი.
3. სადღესასწაულო დღეებში დახმარების პროგრამა:
ა) მრავალშვილიან (5 და 5-ზე მეტი შვილი) ოჯახებზე დახმარება კვარტალურად - ოჯახზე 200 ლარი;
ბ) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად - ერთ ხანდაზმულზე 100 ლარი;
გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე კვარტალურად - ერთ ბავშვზე 100 ლარი;
დ) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ - ერთ მოქალაქეზე 50 ლარი;
ე) სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯებზე) პირებზე წელიწადში ორჯერ - ერთ მოქალაქეზე 50 ლარი;
ვ) სამამულო ომის ვეტერანებზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) - ერთ მოქალაქეზე 200 ლარი წელიწადში ერთჯერ;
ზ) ინვალიდ ბავშვთა პანსიონატზე საახალწლოდ და სააღდგომოდ საჩუქრების შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
თ) კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვებისათვის საახალწლოდ საჩუქრების შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
ი) უმწეო ბენეფიციარებზე, რომლებიც იკვებებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში, საახალწლოდ და სააღდგომოდ საჩუქრების შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
კ) შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრების (პროდუქტების) შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
ლ) დედ-მამით ობლებისათვის და 100 წელს გადაცილებულებისათვის საახალწლო საჩუქრების შეძენა - შესაბამისი წლის ბიუჯეტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
მ) სამამულო ომის ვეტერანებისათვის საზეიმო ვახშმის მოწყობა - შესაბამისი წლის ბიუჯეტის დადგენილი ოდენობის ფარგლებში.
4. სარიტუალო მომსახურების პროგრამა:
ა) გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე - 200 ლარი;
ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახზე - 250 ლარი.
5. 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახზე გაიცემა 500 ლარი.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებისათვის ერთ ოჯახზე კვარტალში გაიცემა 200 ლარი.
7. ჯანმთელობაგაუარებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა:
ა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;
ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა 300 ლარით;
გ) სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
დ) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი, ინდივიდუალურად განიხილება შესაბამისი მუშა-ჯგუფის მიერ და დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით.
ა) ოჯახები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე;
ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ავარიულ სახლებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს;
გ) უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაავადებულ პირებზე, ასევე განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებზე.
ა) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
ბ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100 (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განცხადების განხილვის შემთხვევაში);
დ) ავარიული საცხოვრებელი სახლის გამო განცხადების განხილვის შემთხვევაში - ფერადი ფოტო-სურათები;
ე) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ვ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახში არსებობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეჭირვებულ და ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეებზე გასაწევი დახმარების ოდენობა განისაზღვრება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი შესაბამისი მუშა-ჯგუფის მიერ.
3. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მუშა-ჯგუფის სხდომის ოქმის გათვალისწინებით.
2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
დ) შვილების (მათ შორის ახალშობილის) დაბადების მოწმობის ასლები.
3. განცხადებას ახალშობილის შეძენის გამო დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური.
4. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
5. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა.
2. დახმარების მისაღებად ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მიერ;
დ) ცნობა (ხანძრის შესახებ), გაცემული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მიერ;
ე) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. განცხადებას ხანძრის შედეგად დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის გათვალისწინებით.
5. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა.
ა) მრავალშვილიან (5 და 5-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტში;
ა.ა) დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა (5 და 5-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
- წერილობითი განცხადება;
- მშობლის პირადობის მოწმობის (გარდაცვლილის შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობის) ასლები;
- მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი;
- მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
- შვილების დაბადების მოწმობის ასლები.
ბ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეებს;
ბ.ა) დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
- ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება;
- ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი - თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;
გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს (18 წლამდე);
გ.ა) დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
- წერილობითი განცხადება;
- ბავშვის (ბავშვების) პირადობის მოწმობის ასლი (ასლები);
- ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ;
- მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებს;
დ.ა) დახმარების მისაღებად მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან მისი წარმომადგენლის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
- წერილობითი განცხადება;
- მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის პირადობის მოწმობის ასლი;
- წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი;
- ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ე) სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯები) პირებს;.
ე.ა) დახმარების მისაღებად სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯები) მოქალაქის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
- წერილობითი განცხადება;
- ყრუ-მუნჯი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
- წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.
- ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვ) სამამულო ომის ვეტერანებს (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით).
ვ.ა) დახმარების მისაღებად სამამულო ომის ვეტერანის მიერ (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
- წერილობითი განცხადება;
- სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
- სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.
2. განცხადებას სადღესასწაულო დღეებში დახმარების მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
4. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა.
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
2. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;
გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
3. განცხადებას სარიტუალო მომსახურების თანხის მიღების თაობაზე განიხილავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
5. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმეტაცია - ფორმა №100;
დ) ანგარიშ-ფაქტურა;
ე) კალკულაცია;
ვ) მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ასევე სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებაზე.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მუშა-ჯგუფის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
2. მუშა-ჯგუფის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს ამავე ჯგუფის მდივანი.