ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.04.2013
ძალის დაკარგვა 30.10.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ლეჩხუმელისა “ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2013 წლის 30 აპრილი
ქ.ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ცაგერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ცაგერის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.
3. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისათვის და აღიარებისათვის.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
ბ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
გ)საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ)მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ე)მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3–ს.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარმოდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ქსერო-ასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილი წერილობითი თანხმობა;
ე) დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია;
ვ) კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ,,საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ;
ზ) კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;
თ) კომისიის დასკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
მუხლი 3🔗.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარდგენილი კანდიდატურისათვის ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
2. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით და გამოსცემს განკარგულებას ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
3. ცაგერის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 3 პიროვნებას.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობის და მედლის გაცემა ხდება წელიწადში ერთხელ სახალხო დღესასწაულზე. გამონაკლის შემთხვევაში, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს.
5. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახალხო დღესასწაულზე ხსნის კონვერტს და საზეიმოდ აცხადებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს (მოქალაქეებს).
6. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა და მედალი.
7. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
8. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოს აპარატში.
მუხლი 4🔗.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ცაგერის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ცაგერის მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქე.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებსა და მუნიციპალიტეტის ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი მოქალაქეების დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.