ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ლეჩხუმელისა “ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2014 წლის 24 ოქტომბერი ქ. ცაგერი |
|
წოდების მინიჭების წესები
2. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლეჩხუმისათვის წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის.
3. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდება დასტურია ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარების.
4. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში.
5. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ა)საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს,
ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს,
გ) მოქალაქეთა ჯგუფს.
2. ,,საპატიო ლეჩხუმელისა ” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება.
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები.
გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) შუამდგომლობა თან უნდა ერთვოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიაში ,,საპატიო ლეჩხუმელის“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ.
ა) შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღირსებისა, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს.
ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად.
2. ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მოწმობისა და მედლების გაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო წოდების მქონე ოჯახების წევრები და უახლოესი მეგობრები.
3,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად, შეიძლება გადაცემული იქნას ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საპატიო წოდება შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
2. საპატიო ლეჩხუმელს აქვს სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ან დამოუკიდებლად შექმნან საზოგადოებრივი ორგანოები რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტებს.
ბ) მონაწილეობა მიიღონ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში.
გ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში.
დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, მისცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და მიცემული რეკომენდაციები.
3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება