ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2013 წლის 30 აპრილი ქ.ცაგერი |
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ცაგერის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.
3. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისათვის და აღიარებისათვის.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
ბ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
გ)საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ)მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ე)მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3–ს.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარმოდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ქსერო-ასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილი წერილობითი თანხმობა;
ე) დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია;
ვ) კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ,,საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ;
ზ) კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;
თ) კომისიის დასკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
2. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით და გამოსცემს განკარგულებას ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
3. ცაგერის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 3 პიროვნებას.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობის და მედლის გაცემა ხდება წელიწადში ერთხელ სახალხო დღესასწაულზე. გამონაკლის შემთხვევაში, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს.
5. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახალხო დღესასწაულზე ხსნის კონვერტს და საზეიმოდ აცხადებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს (მოქალაქეებს).
6. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა და მედალი.
7. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
8. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოს აპარატში.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებსა და მუნიციპალიტეტის ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი მოქალაქეების დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.