„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №83 |
|
2013 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ყ“ და ,,შ“ ქვეპუნქტები:
,,ყ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი - სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ისეთი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ არის ექსპლუატაციაში შესული ან/და იგეგმება, რომ აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ; შ) საპროექტო კომპანია - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შექმნილი და რეგისტრირებული საწარმო, რომლის ამოცანაა საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა, ექსპლუატაცია და ფლობა, თუ ასეთი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებულია სათანადო შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან ან/და გამოცემულია საქართველოს მთავრობის სათანადო სამართლებრივი აქტი.“. |
2.
წესებს დაემატოს შემდეგი რედაქციის 101 მუხლი:
,,მუხლი 101. საპროექტო კომპანიის პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციის სპეციალური წესები 1. საპროექტო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება (პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე, პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე), ასევე ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე სავალდებულოა წინარე რეგისტრაციისთვის წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე, ასეთის ცალკე გაფორმების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრირდება განმასხვავებელი ნუმერაციის გამოყენებით. 2. წინარე რეგისტრაციისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ხელშეკრულების ყველა მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სახელშეკრულებო განაცხადისა და შესაბამისი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართზე ხელმოწერილი სამი დედანი; ბ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე. 3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უარს აცხადებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციაზე, თუ: ა) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები; ბ) სარეგისტრაციო განაცხადში ან/და შესაბამის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პირობა, მათ შორის ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები და ვადები; გ) სახელშეკრულებო განაცხადში მითითებული მონაცემები და პირობები ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებსა და პირობებს; დ) არ არის განხორციელებული ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურებაზე შესაბამისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია. 4. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციისთვის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების ყველა მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია ჩაითვლება შესრულებულად და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს ასეთი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია და მიანიჭოს მას სარეგისტრაციო ნომერი. წინარე რეგისტრაციის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია დამატებით განუსაზღვროს საპროექტო კომპანიას შესატყვისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის შეძენის პირობები, მათ შორის ნოტარიალურად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანის წარმოდგენის პირობა, თუ ხელშეკრულება უცხოენოვანია. 5. ნებისმიერი ცვლილება ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში წინარე რეგისტრაციის მიზნებისთვის საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც საკუთრივ ხელშეკრულების წინარე რეგისტრაცია. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეწყვეტს ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციას თუ ხელშეკრულების მხარე - საპროექტო კომპანია აღარ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და თუ საქართველოში შესაბამისი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან შეწყვეტს მოქმედებას. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით. 9. წინარე რეგისტრაციის მქონე ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ამოქმედებისთვის საჭირო ყველა პირობის დაკმაყოფილების შემდეგ საპროექტო კომპანია ამის თაობაზე სათანადო შეტყობინებას დამადასტურებელი საბუთებით წარუდგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სათანადოდ შევსებულ შესაბამის სახელშეკრულებო განაცხადთან ერთად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამოწმებს საპროექტო კომპანიის შეტყობინებას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ამოქმედებისთვის ყველა პირობის დაკმაყოფილების მდგომარეობას (მათ შორის ამ წესების მე-9 მუხლის იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც არ მოდიან წინააღმდეგობაში ამ მუხლის პირობებთან), რის შედეგადაც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციისთვის პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მინიჭების შესახებ; ბ) ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მისანიჭებლად შესასრულებელი პირობების გამოვლენის შესახებ. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში საპროექტო კომპანია უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს შეტყობინებით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი შესასრულებელი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.“. |
3.
141 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,9. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, აგრეთვე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განმახორციელებელი საწარმო უფლებამოსილნი არიან ერთად ან ცალ-ცალკე გააფორმონ სათანადო ხელშეკრულებები ელექტროენერგიის გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე (მათ შორის, მრავალწლიანი ხელშეკრულებები) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, აგრეთვე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განმახორციელებელი საწარმო ერთობლივად უფლებამოსილი არიან ამ მუხლის 91 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებულ განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურებთან დამატებით გააფორმონ სათანადო ხელშეკრულება (მათ შორის, მრავალწლიანი ხელშეკრულება) გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე.“. |
4.
141 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98 და 99 პუნქტები:
,,91. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულობა და უპირატესობა განისაზღვრება შემდეგი კლებადი თანმიმდევრობით: ა) ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი; ბ) განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე და საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული ისეთი ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის და კომერციული გამოყენების დაწყების დღიდან არ გასულა 10 წელი, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის გაფორმებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე; გ) საქართველოს სხვა ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იმ ელექტროენერგიის ექსპორტი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; დ) ესკო-ს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი; ე) საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული სხვა ისეთი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის და კომერციული გამოყენების დაწყების დღიდან არ გასულა 10 წელი, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით; ვ) საქართველოს სხვა თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იმ ელექტროენერგიის ექსპორტი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით; ზ) საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ექსპორტი (ტრანზიტი, რეექსპორტი). 92. გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, აგრეთვე სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განმახორციელებელი საწარმო ვალდებულნი არიან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში გაითვალისწინონ და ასახონ: ა) ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტში მოცემული პრიორიტეტები; ბ) საქართველოს და შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემების ტექნიკურ ოპერატორებს შორის დადებული ურთიერთდაკავშირების ან/და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შეთანხმებებით გათვალისწინებული შეზღუდვები და ტექნიკური პირობები. 93. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით ამ მუხლის 91 პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის მომდევნო რიგის (ჯგუფის) დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ წინა რიგის (ჯგუფის) პრიორიტეტის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. 94. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობა რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის არ აღმოჩნდება საკმარისი ამ მუხლის 91 პუნქტის რომელიმე ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის (,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ ან ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის) ყველა პრეტენდენტის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობა ნაწილდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის 91 პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით. 95. ამ მუხლის 94 პუნქტით გათვალისწინებული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობის განაწილების წესები გამოიყენება ხაზის გამტარუნარიანობის იმ ნაშთის (ნარჩენი თავისუფალი მოცულობის) მიმართ, რომელიც რჩება ამ მუხლის 91 პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის მომდევნო რიგის (ჯგუფის) დასაკმაყოფილებლად წინა რიგის (ჯგუფის) პრიორიტეტის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. 96. თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის (წელი, თვე) ან ასეთი პერიოდის გარკვეული ნაწილის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის რომელიმე მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს მისთვის განკუთვნილი (დაგეგმილი და სათანადო ხელშეკრულებით გათვალისწინებული) გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებას, მაშინ ასეთი გამონთავისუფლებული გამტარუნარიანობის მოცულობის რეალოკაციას (გადანაწილებას) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახდენს ამ მუხლის 91 პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით. 97. ამ მუხლით გათვალისწინებული ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილებისთვის სპეციალური აუქციონის ჩატარების წესები სამინისტროსთან შეთანხმებით მტკიცდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ქვეყნდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვებგვერდზე. აუქციონის შედეგად დადგენილი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური წარმოადგენს ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის შემოსავლის დამხმარე წყაროს. 98. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მიმართ არ გამოიყენება ამ წესების 143 და 144 მუხლებით გათვალისწინებული დებულებები. 99. ამ მუხლის მე-9–98 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება კერძო ინვესტიციების (სახელმწიფო გარანატიის გამოყენებით მოზიდული საერთაშორისო საკრედიტო ფინანსური რესურსების გარეშე) საფუძველზე მშენებარე/აშენებულ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|