სს „პოლიგრაფისტი“-ს მომრიგებელი საბჭოს წევრების 2013 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „პოლიგრაფისტის“ (სკ 245419177) მის: ქ. ბათუმი,

ზ. გორგილაძის 91) მომრიგებელი საბჭოს წევრების

 

2013 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი

 

სს „პოლიგრაფისტის“ მომრიგებელმა საბჭომ შეისწავლა რა სს „პოლიგრაფისტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალები და დაადგინა:

1.      სს „პოლიგრაფისტმა“ 2012 წლის 30 დეკემბერს, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით, გადაიხადა ბიუჯეტში 34 000 ლარი. თუმცა იმის გამო, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილში შევიდა ცვლილება, სს „პოლიგრაფისტის“ გადახდილი თანხა აღმოჩნდა წინასწარ ჩარიცხული. დღეის მდგომარეობით სს „პოლიგრაფისტს“ გააჩნია გასალდოებული ზედმეტობა 28 257, 22 ლარი.

(დანართი 1. გადარიცხვის დავალება და საგადასახადო შედარების აქტი)

 

2.      სს „პოლიგრაფისტის“ საბანკო ანგარიშებზე 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობით გააჩნია 12 909, 84 ლარის ოდენობით თანხა, რომლიდანაც შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორის პროკრედიტ ბანკის ვალდებულების 13 452. 19 ლარის დაფარვა. (სხვაობა 13452.19-12909.84=542.35 დაიფარება იჯარის შემოსავლიდან). (დანართი 2. ამონაწერი ბანკის ანგარიშებიდან)

3.      სს „პოლიგრაფისტის“ უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანების 75% მეტის მფლობელი კრედიტორი ხუსეინ ქამადაძე თანახმაა შეწყდეს სს „პოლიგრაფისტის“ გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და თავისი დავალიანებები აიღოს ეტაპობრივად სს „პოლიგრაფისტის“ მიერ რეალიზებული ქონების შესაბამისად. (კრედიტორისათვის და ამავე დროს აქციონერისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს „პოლიგრაფისტის“ ქონების იძულებითმა რეალიზაციამ  შეიძლება გამოიწვიოს მისი მკვეთრი გაუფასურება). (დანართი 3)

4.      შოთა ფუტკარაძის (და მისი დაფუძნებული შპს „მირათი“) წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომლითაც სს „პოლიგრაფისტი“ ითხოვს 2 279 816, 36 ლარის დაკისრებას.

5.      შოთა ფუტკარაძის წინააღმდეგ ფინანსურ პოლიციაში შეტანილია საჩივარი, რომლითაც შეიძლება დადგინდეს შ. ფუტკარაძის მიერ სხვადასხვა პერიოდში სს „პოლიგრაფისტზე“ მიყენებული სხვადასხვა ზიანის ფაქტები.

6.      საწარმოს აქციონერებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი აქვთ განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (ეს გადაწყვეტილება გახდა სს „პოლიგრაფისტის“ გადახდისუუნარობის ერთ-ერთი საფუძველი). (დანართი 4)

7.      სს „პოლიგრაფისტმა“ შეიტანა განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და წარმოების განახლებას. (დანართი 5)

8.      სს „პოლიგრაფისტის“ ქონების საბაზრო ფასი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად შეადგენს 4 020 677 ლარს, რაც მილიონ-ნახევრით ანუ დაახლოებით 70%-ით მეტია, ვიდრე სს “პოლიგრაფისტის“ კრედიტორთა კრებაზე აღიარებული კრედიტორების თანხების ჯამი.

      ამასთან ერთად, ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 91-ში მდებარე ფართობი საერთოდ არაა შეფასებული. არ არის შეფასებული სს „პოლიგრაფისტის“ სხვა აქტივებიც (სს „პოლიგრაფიტის“ სასარჩელო მოთხოვნა შ. ფუტკარაძის მიმართ და სხვა დებიტორული დავალიანებები), რაც დამატებითი ქონებაა სს „პოლიგრაფისტისა“.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, არ არსებობს სს „პოლიგრაფისტის“ გადახდისუუნარობის საფუძველი და მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.

 

სს „პოლიგრაფისტის“ მომრიგებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა:

 

1.      საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შეწყდეს სს „პოლიგრაფისტის“ გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.

2.      გადაწყვეტილება გაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

      დანართი 1. გადარიცხვის დავალება და საგადასახადო შედარების აქტი

                       2. ამონაწერი ბანკის ანგარიშებიდან  

                       3. კრედიტორ ხუსეინ ქამადაძის განცხადება    

                      4.  აქციონერების განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31            მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

                      5.  სს „პოლიგრაფისტის“ განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და წარმოების განახლებას.

 

 

მომრიგებელი საბჭოს წევრები:

 

შანიძე ხატია

გოლიაძე ალექსანდრე

მახარაძე მზია

20 მარტი 2013 წელი