განჩინება სს „პოლიგრაფისტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/1323
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 29 აპრილი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/1323 სამოქალაქო საქმე სს ,,პოლიგრაფისტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ.
2013 წლის 22 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სს ,,პოლიგრაფისტის’’ მომრიგებელი საბჭოს წევრების: ხატია შანიძის, ალექსანდრე გოლიაძის, მზია მახარაძის გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
№2/1323 სამოქალაქო საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადმოგზავნილი იქნა 2013 წლის 26 აპრილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,პოლიგრაფისტის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათოილის’’კრედიტორთა კრება 201 3 წლის 16 მაისს , 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3 . განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge. შპს ,,ბათოილის’’ მეურვეს დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის:ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე : გენადი მაკარიძე