საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №22 |
|
2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი |
ვბრძანებ:
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ა) მინისტრის და მისი მოადგილეების ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) სათათბირო საბჭოს სხდომების და სამინისტროში გასამართი თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, სხდომების გადაწყვეტილებებზე, სამინისტროში შემოსულ დავალებებსა და მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და სხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება;
ვ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულება;
თ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა;
ი) მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
კ) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება;
ლ) სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებს, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) აპარატი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთნ, აგრეთვე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო)მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
პ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან;
რ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები პირების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავების, და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);
ს) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ტ) სამინისტროს მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მგზავრობისა უზრუნველყოფა, შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;
უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ფ) სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება.