სს „თელიანი ველის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13/70
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „თელიანი ველის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის 3 ივნისს , დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ № 2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 25 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1.  2012 წლის წლიური ანგარიში:

ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2012 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;

ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების  მიღება.

2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

3. 2013 აუდიტორული კომპანიის არჩევა .

4. სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები

 

დღის წესრიგის პირველ  საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს 2012 წლის წლიური ანგარიში

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2012 წლის ანგარიში

 

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

საბჭო იძლევა რეკომენდაციას, რომ 2013 წლისთვის არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია  „Ernst & Young“  LLC, რომელმაც ჩაატარა წინა წლების აუდიტიც.

 

სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი № 2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 3 ივნისს , 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ ე ს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციების რეგისტრატორთან, სს „კავკასრეესტრში”, 2013 წლის 24 მაისიდან შემდეგ მისამართზე:  საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 74ა.

 

 

 

გენერალური დირექტორი                                                   შოთა ხობელია