საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2013
ძალის დაკარგვა 15.08.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| 12 | 13 |
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| № | ოქმის ექსკლუზიური ნომერი |
| გვარი | სახელი |
| შედგენილი ოქმები | დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №29
2013 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №31 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა
და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1.
წინამდებარე წესი არეგულირებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების (შემდგომში - ოქმის ფორმა)გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას.
2.
სამინისტროს სისტემაში არსებული ოქმების ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.
3.
სამინისტროში ოქმების ფორმების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში - ადმინისტრაციული დეპარტამენტი).
4.
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი), სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოში და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოში ოქმების ფორმების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებენ აღნიშნული დაწესებულებების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფები).
5.
ოქმების ფორმები განაწილებამდე ინახება შესაბამისად - ადმინისტრაციული დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის უფლებამოსილ პირებთან (შემდგომში - ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირები).
6.
ოქმის ფორმები შენახული უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
7.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
8.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და ტერიტორიულ ორგანოებს.
9.
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა ტერიტორიულ ადმინისტრაციებს.
10.
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმის ფორმები გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და ტერიტორიულ ორგანოებს.
11.
ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტების შესაბამისად ოქმის ფორმების გადაცემა უნდა დაფიქსირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გასავლის ჟურნალში (დანართი №1).
12.
ამ წესის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი და ტერიტორიეული ორგანო/ადმინისტრაცია, რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულია გამოყოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირებისგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი.
13.
ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი, თავისმხრივ, ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმის გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის აღრიცხვის ჟურნალში“, რომლის ფორმა მოყვანილია დანართ 2-ში.
14.
ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია 3 თვეში ერთხელ აცნობოს ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელ პირებს ოქმის ფორმები სმოძრაობის შესახებ.
15.
ოქმის ფორმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, ხოლო დაზიანებული ოქმის ფორმები ჩამოწერის მიზნით ოქმის შემვსები პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ წერილობითი ფორმით გაუქმების მიზეზების მითითებით გადაეცემა შესაბამისად ამ წესის მე-3 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
16.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით, ოქმების ექსკლუზიური ნუმერაციისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გასავლის ჟურნალის ფორმა
№
სერია №....დან №..მდე
რაოდენობა
გაცემის თარიღი
ოქმის ფორმები მივიღე
(თანამდებობა, სახელი,გვარი და ხელმოწერა)
1
2
3
4
5
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ფორმების
არღიცხვის ჟურნალის ფორმა
№
გაცემის თარიღი
ოქმის №
ოქმის გამცემი
ოქმის მიმღები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
გაგრძელება
შედგენილი ოქმები
დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები
შენიშვნა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
დაბრუნების თარიღი
ოქმის ნომერი
გვარი
სახელი
თანამდებობა
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
დანართი №3
აქტი №
----- -------------- 20 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ
№
ოქმის ექსკლუზიური ნომერი
ოქმის ჩამოწერის მიზეზი
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი:
_________________________________________
(სახელი, გვარი)
_________________________________________
(ხელმოწერა)
ოქმის ფორმების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი: ____________________________________
(სახელი, გვარი)
____________________________________
(ხელმოწერა)