„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.017273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2013 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც,  ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროსთან  შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 4 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი