ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2013 წლის 17 მაისი ქ. ლანჩხუთი |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის №34 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად აფხაზავა
დანართიწინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.თავი I
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებია)
საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;ბ)
ახალგაზრდული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;გ)
სპორტსმენთა მხარდაჭერის პროგრამა;დ)
სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;ე)
ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;ვ)
სპორტული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამა;ზ)
„ევროპის თასი ჭადრაკში – 2013“ ორგანიზებისა და საპრიზო ფონდის თანადაფინანსების პროგრამა.თავი II
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 2.🔗
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მუხლი 3.🔗
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა1.
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.2.
კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას საჩუქრებისა და პრიზების შეძენის თხოვნის შესახებ თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.3.
სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ (ან შუამდგომლობით).4.
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.
მუხლი 4.🔗
განცხადებების განხილვაშემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მუხლი 5.🔗
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებასამსახური სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
მუხლი 6.🔗
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტს.