|
|
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
|
|
2013 წლის 17 მაისი
ქ. ლანჩხუთი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | | ზვიად აფხაზავა |
|
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის სტატუსი
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას.
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი (საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე) და ბლანკი.
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №34.
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
2.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 3.
სამსახურის მუშაობის საერთო წესი
მუხლი 4.
სამსახურის საქმისწარმოება
სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
სამსახურის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები
|
მუხლი 5.
სამსახურის საქმიანობის მიზნები
1.
სამსახურის საქმიანობის მიზანია მოსახლეობისა და ქონების უსაფრთხოების დაცვა, სახანძრო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, ხანძრების ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
2.
სამსახური ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო - ტაქტიკურ სწავლებებში.
მუხლი 6.
სამსახურის ფუნქციები
მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებია:
ა)
ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ)
ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიაზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
გ)
სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 7.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფლება-მოავალეობები
1.
სამსახურს უფლება აქვს:
ა)
გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ)
მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ)
კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ვ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ზ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2.
სამსახურის მოვალეობაა:
ა)
გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები გამგებელს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს შესაბამის კომისიას;
ბ)
განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, წერილები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცეს სათანადო პასუხები;
გ)
უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სახანძრო, პროფილაქტიკური და სამაშველო საავარიო ღონისძიებების შესახებ;
დ)
განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
თავი III
სამსახურის მართვა, სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები
|
მუხლი 8.
სამსახურის მართვა
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;
დ)
განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ)
უქმნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
მუხლი 9.
სამსახურის თანამშრომლები
1.
სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.
2.
სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის, არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
3.
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სამსახურის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევათ უსასყიდლოდ, ნორმის ფარგლებში.
4.
სამსახურის თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
მუხლი 10.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2.
სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ბ)
სამაშველო-პროფილაქტიკური განყოფილების უფროსი;
გ)
სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი.
დ)
სამსახურის თანამშრომლები.
3.
სამაშველო პროფილაქტიკური განყოფილება კურირებს ხანძრის ჩაქრობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე. აგრეთვე სამსახურის მოხელეთა შრომის დაცვის ორგანიზების საკითხებს;
4.
სახანძრო-სამაშველო განყოფილება უზრუნველყოფს მორიგე ცვლების შეცვლისას საავარიო-სამაშველო ტექნიკის, მოწყობილობებისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარებას. აგრეთვე სამსახურის მოხელეთა პროფესიული მომზადების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარებას.
მუხლი 11.
სამსახურის თანამშრომელთა უფლებები
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მომსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
მუხლი 12.
სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობები
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.