საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრიციპების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №124 |
|
2013 წლის 21 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრინციპების განმხილველი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
ნინო შარაშიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
დავით ჯანდიერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ილია კვიტაიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
მარინე მიზანდარი - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;
ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
რუსლან ახალაია - სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე.
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრიციპების განმხილველი კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.
ა) საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების ძირითადი პრინციპების განხილვა, მათ შორის, ამ პროცესში გარემოსდაცვით, ასპექტების, რათა მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები განხორციელდეს მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით;
ბ) მიმდინარე და დაგეგმილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების (მათ შორის, გარემოსდაცვითი) გამოვლენა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება.
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომა ტარდება კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოწვევით.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.