„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 აპრილის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2013 წლის 29 მაისი ქ. თელავი |
|
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს № 669 ბრძანების საფუძველზე.
2. ამ წესის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2. ოქმის შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა ხდება სტამბური წესით.
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოთ დაცულ სათავსოში.
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 43-ე, 513, 552, 58-ე, 88-ე,
1191, 1461 მუხლის პირველი პუნქტის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 150-ე, 1501, 151-ე, 1534, 2093, 239-ე, 2401 მუხლებითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
2. ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
5. იურიდიული სამსახურის მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):
ა. რიგითი ნომერი;
ბ. ოქმის ნომერი;
გ. დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;
დ. დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;
ე. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;
ვ. კანონის შესაბამისი მუხლი;
ზ. საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
თ. საქმის განხილვის თარიღი;
ი. მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;
კ. ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;
ლ. მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
მ. შენიშვნა.