ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2013 წლის 26 ივნისი დ. ჩხოროწყუ
|
|
|
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და 121 მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.2.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკორნელი წურწუმია
დანართი №11.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) აწესრიგებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება- მოვალეობებს.2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.1.
მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.2.
მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის ოჯახის სულთა რაოდენობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირისათვის დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან /და ნარჩენების სახეების მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის/მომსახურების/მომხმარებელთა რაოდენობის, მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.3.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, /შემდგომში - მესაკუთრე/ რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.4.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაცია დაწესებულებასა და იურიდიულ პირებზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.5.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.6.
მესაკუთრე ფიზიკური პირი /გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა/, რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.7.
ნარჩენის წარმომქმნელი ოჯახის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.8.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.9.
თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.2.
მოსაკრებლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით;3.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებისას.4.
მოსაკრებლის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია სოციალურად დაუცველი ოჯახები, მრავალშვილიანები, ინვალიდები და ომის ვეტერანები.1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით;2.
ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:ა)
მესაკუთრის მონაცემები;ბ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;გ)
გადასახდელი თანხა;დ)
გადახდის ვადა;ე)
გადახდის ადგილი.