საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2013 ძალადაკარგული 20.02.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№367
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №367

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში - სააგენტო).
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:
ა)  განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების დამტკიცებულ განწერაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი