საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში ,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განმცხადებლის მიერ ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, კატარღის, ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურის და ორმხრივი კავშირის საშუალებების ფლობის დამადასტურებელი საბუთი;”.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ლოცმანების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა ამ რეგლამენტის 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;“.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„გ) 3000 ან მეტი რეგისტრული ტონის გემზე კაპიტნად ან კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟის (აქედან 12 თვე კაპიტნად მუშაობის), ან ლოცმანად მუშაობის 24 თვის ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
6. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი;
„ბ1) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელმა შეაჩერა საქმიანობა ბოლო სალოცმანო გაცილებიდან 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.“.
7. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი. თუ ლოცმანის სერტიფიკატის შეჩერება მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის აღსადგენად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სხვა სერტიფიცირებულ ლოცმანთან ერთად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ 10 სალოცმანო გაცილებაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“
8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად;
ბ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში „Bridge Team and Resource Management“ საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.
განცხადების და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სერტიფიკატის მინიჭების საკითხი.“
9. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება სალოცმანო სამსახურში და/ან შესაბამის ნავსადგურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, სულ მცირე 20 სალოცმანო გაცილებით, ან 2 (ორი) თვის ვადით, იმ შემთხვევაში, თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24 (ოცდაოთხი) თვიანი გამოცდილება და შესაბამის ნავსადგურში ჩატარებული აქვს სულ მცირე 12 სალოცმანო გაცილება.“
10. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, გამოსაცდელი პირი ვალდებულია განახორციელოს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეულ ორ სხვადასხვა ნავმისადგომთან გემების სალოცმანო გაცილება (გემის ნავსადგურში შეყვანა-გაყვანა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
11. მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლოცმანი ვალდებულია უზრუნველყოს სტაჟიორის მიერ გამოცდის ჩაბარების დროს გემის უსაფრთხო მანევრირებაზე ზედამხედველობა. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, პირის მიერ არსებითი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ლოცმანი გემის კაპიტანთან შეთანხმებით წყვეტს გამოცდას და თავად ახორციელებს სალოცმანო გაცილებას. გამოსცდის დროს ლოცმანი პასუხისმგებელია ნავსადგურში გემის უსაფრთხო მანევრირებაზე.
5. პირის მიერ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების თაობაზე სააგენტოს წარმომადგენლი წერს შესაბამის დასკვნას, სადაც უნდა აისახოს უფროსი ლოცმანის, გემის კაპიტნისა და ნავსადგურის კაპიტნის მოსაზრებები. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ნავმისადგომთან სალოცმანო გაცილებების შედეგები დამაკმაყოფილებელია.“.
12. 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ვალდებულია სერტიფიკატის განახლების დროს გაიაროს „Bridge Team and Resource Management“ (სიმულატორი) საწვრთნელი კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ ცენტრში.“.
|