„ტექნიკური რეგალამენტის,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.05.2013 ძალადაკარგული 03.06.2013
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №07

2013 წლის 30 მაისი

ქ. ბათუმი

 

„ტექნიკური რეგლამენტის„სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის  №004 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში ,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის მიერ ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, კატარღის, ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურის და ორმხრივი კავშირის საშუალებების  ფლობის დამადასტურებელი საბუთი;”.

2. მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლოცმანების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების  გეგმა ამ რეგლამენტის 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქმედი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;“

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  3000 ან მეტი რეგისტრული ტონის გემზე კაპიტნად ან კაპიტნის უფროს  თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ  36 (ოცდათექვსმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟის (აქედან 12 თვე კაპიტნად მუშაობის), ან ლოცმანად მუშაობის 24 თვის ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;"

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის ზღვრული ასაკია 60 წელი, ხოლო ლოცმანის ზღვრული ასაკია 65 წელი.“.

7. მე-13 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელმა შეაჩერა საქმიანობა ბოლო სალოცმანო გაცილებიდან  12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.“

8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების  ვადის შეჩერების მიზეზი. თუ ლოცმანის სერტიფიკატის შეჩერება მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის აღსადგენად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სხვა სერტიფიცირებულ ლოცმანთან ერთად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ 10 სალოცმანო გაცილებაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ლოცმანის სერტიფიკატის  მოქმედების ვადის გაგრძელება

1. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი   „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

ბ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საწრთვნელ ცენტრში“ Bridge Team and Resource Management“ საწრთვნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

2. განცხადების და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სერტიფიკატის მინიჭების საკითხი.“.

10. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება სალოცმანო სამსახურში და/ან შესაბამის ნავსადგურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, სულ მცირე 20 სალოცმანო გაცილებით,  ან 2 (ორი) თვის ვადით, იმ შემთხვევაში, თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24 (ოცდაოთხი) თვიანი გამოცდილება და შესაბამის ნავსადგურში ჩატარებული აქვს სულ მცირე 12 სალოცმანო გაცილება.“.

11. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, გამოსაცდელი პირი ვალდებულია განახორციელოს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეულ ორ სხვადასხვა ნავმისადგომთან  გემების სალოცმანო გაცილება (გემის ნავსადგურში შეყვანა-გაყვანა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

12. მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლოცმანი ვალდებულია  უზრუნველყოს სტაჟიორის მიერ  გამოცდის ჩაბარების დროს გემის უსაფრთხო  მანევრირებაზე ზედამხედველობა. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, პირის მიერ არსებითი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ლოცმანი გემის კაპიტანთან შეთანხმებით წყვეტს გამოცდას და თავად ახორციელებს სალოცმანო გაცილებას. გამოსცდის დროს ლოცმანი  პასუხისმგებელია  ნავსადგურში  გემის უსაფრთხო  მანევრირებაზე.

5. პირის მიერ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების თაობაზე სააგენტოს წარმომადგენელი წერს შესაბამის დასკვნას, სადაც უნდა აისახოს უფროსი ლოცმანის, გემის კაპიტნისა და ნავსადგურის კაპიტნის მოსაზრებები. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ნავმისადგომთან სალოცმანო გაცილებების შედეგები დამაკმაყოფილებელია.“.

13. 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ვალდებულია სერტიფიკატის განახლების დროს გაიაროს „Bridge Team and Resource Management“ (სიმულატორი) საწვრთნელი კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე