„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№617-IIს
სარეგისტრაციო კოდი
240120000.05.001.016991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 მაისი 2013 წ.

N617-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

რეკლამის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.05.2013.
როდის იქნა მიღებული „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №617-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 240120000.05.001.016991.
რამდენი მუხლისგან შედგება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №617-IIს, 28.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 240120000.05.001.016991 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1937173/