1. უმაღლესი განათლება.
2. საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, IV და VI თავი);
ე) „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N420 დადგენილება;
ვ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილება;
ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის N98 დადგენილება;
თ) „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანება;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება“