თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №201 |
|
2013 წლის 12 ივნისი ქ. ქუთაისი |
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
|
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და, მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე;
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო;
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №34 სახელწოდების აღნიშვნით;
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
2. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის სპორტისა და ახლგაზრდობის პოტენციალის ამოქმედება, მათი სოციალიზაცია, აღზრდა-განათლება. ახალგაზრდების სოციალური, კულტურული, სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა. საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ინტენსიური მონაწილეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
3. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
4. სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
5. სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
6. საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
7. მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება;
8. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
9. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
10. სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
11. სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით;
12. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;
13. ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
14. ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
15. ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
16. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა;
17. ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
18. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
19. კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
20. მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა;
21. ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
22. სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით;
23. ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
24. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
25. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა;
26. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება;
ვ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით.
2. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა;
ე) ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ი) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით;
ლ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბეჭდის
ნ ი მ უ შ ი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი
დანართი № 1