ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.06.2013
ძალის დაკარგვა 27.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 26.11.2018
დოკუმენტის ტექსტი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2013 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის განახლებისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
სსიპ ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 2🔗
ეთხოვოთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
გაეროს ნარკოტიკების გავრცელებასა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC) წარმომადგენლებს;
ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლებს;
საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) წარმომადგენლებს;
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) წარმომადგენლებს;
ევროკავშირის (EU) წარმომადგენლებს;
ევროსაბჭოს (CoE) წარმომადგენლებს.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. თავის საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
მუხლი 3🔗.
საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ბ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
დ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
მუხლი 4🔗.
საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 5🔗.
სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები
1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.
6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.
მუხლი 6🔗.
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზება
1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრი.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება ექვს თვეში ერთხელ.
4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტო.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
11. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.
მუხლი 7🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.