დუშეთის მუნიციპალიტეტის კანცელარიის დებულება

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 03.10.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,857 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
03.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის კანცელარიის დებულება   დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2013 წლის 12 ივნისი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის კანცელარიის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის კანცელარია 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის კანცელარია (ტექსტში შემდგომ – კანცელარია) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან და სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. 2. კანცელარია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. კანცელარია მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებას და კადრების მართვას უზრუნველყოფს საქმისწარმოების ელექტრონული, ავტომატიზებული სისტემის გამოყენების მეშვეობით. ელექტრონული საქმისწარმოების მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“. 4. კანცელარიის მოხელეთა თანამდებობების დასახელებები, აგრეთვე ამ თანამდებობების მიხედვით სამუშაოთა აღწერილობები განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით „გამგეობის საშტატო ნუსხისა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობების შესახებ“. კანცელარიის მოხელეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობების დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საშტატო ნუსხის მიხედვით თაბამდებობრივი სარგოები, განისაზღვრება  საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით. მუხლი 2🔗. კანცელარიის სტრუქტურა 1. კანცელარია შედგება კანცელარიის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საინფორმაციო განყოფილება; გ) კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილება. 3. კანცელარიის საქმიანობას წარმართავს კანცელარიის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-17 მუხლით და კანცელარიის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად, კანცელარიის უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. კანცელარიის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-18 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების თანამდებობრივი რანგით უფროსი ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-14 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. კანცელარიის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-5 თავით. მუხლი 3🔗. კანცელარიის ფუნქციები   კანცელარია დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის; დ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს სამუშაოთა გეგმების მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობაში, კომუნიკაციას მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის, გამგეობის ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების  კომუნიკაციას მოქალაქეებთან და სახელმწიფო ორგანოებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის ადმინისტრირებას; ლ) მოქალაქეთა   მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და დადგენილი წესით პროაქტიულ გამოქვეყნებას; ნ)კადრების განვითარებისა და მართვის სფეროში: ნ.ა) მუნიციპალიტეტის  საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ნ.ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა ერთიანი მონაცემთა ბანკის, საკადრო რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას; ნ.გ)  გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა  და ტერიტორიულ ორგანოთა ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ნ.დ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ნ.ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ოპტიმიზაციისათვის; ნ.ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზების ჩატარების ორგანიზებას; ნ.ზ) გამგეობის სტრუქტურის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების შემუშავებას; გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიულ ორგანოთა დებულებების პროექტების მომზადებას ამ ერთეულების (ორგანოების) ხელმძღვანელთა წინადადებების საფუძველზე; ნ.თ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა  და ტერიტორიულ ორგანოთა საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ნ.ი) წინადადებების მომზადებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციის და საშტატო ნუსხების თაობაზე; ნ.კ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების და ანგარიშგების ფორმების დადგენას; კონტროლს მათ შესრულებაზე; ნ.ლ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ნ.მ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ნ.ნ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების მოსამზადებლად მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დანერგვას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; ნ.ო) მუნიციპალურ მოსამსახურეთა ანგარიშვალდებულებისა და შეფასების სისტემის დანერგვას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პერიოდულ შეფასებას ატესტაციებს შორის პერიოდში; ნ.პ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალურ მოსამსახურეთა წახალიხების თაობაზე; წინადადებების შემუშავებასაა და დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალურ მოსამსახურეთა  სახელმწიფო ჯილდოებზე წარსადგენად; მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების საკითხების მომზადებას; ნ.ჟ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინარული გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინარული ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ნ.რ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების  და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; საკონკურსო–საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას; ნ.ს) მუნიციპალურ მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ნ.ტ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; მოხელეთა სწავლებასა, სტაჟირებას და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;  წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მუნიციპალურ მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით; ნ.უ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა საუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას; ნ.ფ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; მოსამსახურეთა სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; ნ.ქ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ნ.ღ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურეობრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის, მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ნ.ყ) მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; ნ.შ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ნ.ჩ) კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ნ.ც) კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სამსახურში გამოცხადებასა და გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვაზე; ნ.ძ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ნ.წ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; მუხლი 4🔗. კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;   გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა  მომსახურებას; დ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; ე) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ზ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;             თ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; კ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ლ) საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო  გამოყენებას; მ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ნ) მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით",  „დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით" და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. კანცელარიის საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები კანცელარიის საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას და ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტურ გამოქვეყნებას; ბ) საჯარო ინფორმაციის შეტანას საჯარო რეესტრში; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას; დ) ინიციირებული საკრებულოს დადგენილებების პროექტების, საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნებას; ე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; ვ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას; ზ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; თ) ჟურნალისტების აკრედიტაციას საკრებულოსა და გამგეობაში; ი) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; კ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ლ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და  სელექციას; მ) მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით",  „დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით" და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. კანცელარიის კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილების ფუნქციები კანცელარიის კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყობს: ა) მუნიციპალიტეტის  საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) მუნიციპალიურ მოსამსახურეთა ერთიანი მონაცემთა ბანკის, საკადრო რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას; გ)  გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა  და ტერიტორიულ ორგანოთა ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; დ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ოპტიმიზაციისათვის; ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზების ჩატარების ორგანიზებას; ზ) გამგეობის სტრუქტურის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების შემუშავებას; გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიულ ორგანოთა დებულებების პროექტების მომზადებას ამ ერთეულების (ორგანოების) ხელმძღვანელთა წინადადებების საფუძველზე; თ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა  და ტერიტორიულ ორგანოთა საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ი) წინადადებების მომზადებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციის და საშტატო ნუსხების თაობაზე; კ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების და ანგარიშგების ფორმების დადგენას; კონტროლს მათ შესრულებაზე; ლ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; მ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ნ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების მოსამზადებლად მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დანერგვას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფესების კრიტერიუმების დადგენას; ო) მუნიციპალურ მოსამსახურეთა ანგარიშვალდებულებისა და შეფასების სისტემის დანერგვას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პერიოდულ შეფასებას ატესტაციებს შორის პერიოდში; პ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალურ მოსამსახურეთა წახალიხების თაობაზე; წინადადებების შემუშავებასა და დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალურ მოსამსახურეთა  სახელმწიფო ჯილდოებზე წარსადგენად; მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების საკითხების მომზადებას; ჟ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინარული გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინარული ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; რ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების  და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას; ს) მუნიციპალურ მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ტ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; მოხელეთა სწავლებასა, სტაჟირებას და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;  წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მუნიციპალურ მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით; უ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა საუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას; ფ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; მოსამსახურეთა სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; ქ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ღ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის, მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ყ) მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; შ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ჩ) კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ც) კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სამსახურში გამოცხადებასა და გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვაზე; ძ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; წ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ჭ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. დებულების ძალაში შესვლა  ეს დებულება  ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან.საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი