„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№442
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №442

2013 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის N281 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 537)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების  პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“;

გ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი;
დ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი