საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.06.2013 ძალადაკარგული 28.05.2014
ნომერი
№70/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430090000.22.022.016590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №70/ნ

2013 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-19 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 10 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;

გ) სასურველი სპეციალობა: სახელმწიფო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლების ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
ე) უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი, რუსული –კარგი)   ცოდნა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.