⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.07.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.06.2013
ძალის დაკარგვა 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,219 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2013 მიღება
21.07.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №153 2013 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 1. „საქართველოს  მთავრობის  სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესი“. 2. დაევალოს საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წვდომისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს  წლიური საბიუჯეტო კანონით ,,სოციალური დახმარებების“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2012 წლის 6 ოქტომბრის N418 დადგენილება. მუხლი 3🔗 1. ეს  დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე‑2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი არეგულირებს საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების, მათ შორის, საქართველოში უკვე გადმოსვენებული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗 ამ წესის მიზნებისათვის: ა) საზღვარგარეთ  გარდაცვლილი  საქართველოს  მოქალაქის  ოჯახის  წევრად ითვლება გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მეუღლე, შვილი, მშობელი, და ან ძმა; ბ) საქართველოს მოქალაქედ განიხილება პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. მუხლი 3🔗 საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალებისას, გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქართველოს     საგარეო     საქმეთა     სამინისტროს     ან     საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, მიმართა საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრმა, რომელიც განცხადებით მიმართვის დღისათვის რეგისტრირებულია  სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე; ბ) საქართველოს     საგარეო     საქმეთა     სამინისტროს     ან     საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას მიმართა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა საზღვარგარეთ გარდაცვლილი  იმ საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე რომელსაც არ ჰყავს ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი. მუხლი 4🔗 1. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი    ან დაინტერესებული პირი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები: ა) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ასლი; ბ)   საზღვარგარეთ   გარდაცვლილი   საქართველოს   მოქალაქის   შესაბამისი ოჯახის წევრის ან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ზუსტი ოდენობის მითითებით; დ) ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს საბანკო რეკვიზიტები; ე) ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ გარდაცვლილი არის: ე.ა) მეუღლე - ქორწინების მოწმობა ან მისი ასლი; ე.ბ) შვილი - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ან მისი ასლი;  ე.გ) მშობელი - განმცხადებლის დაბადების მოწმობა ან მისი ასლი; ე.დ)  და/ძმა  -  განმცხადებლისა  და  გარდაცვლილის  დაბადების  მოწმობა  ან მისი ასლი. 2. საზღვარგარეთ   გარდაცვლილი   საქართველოს   მოქალაქის   დას   ან   ძმას საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს არ ჰყავს მეუღლე, შვილი ან მშობელი. 3. ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული   დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამოწმებს განმცხადებლის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზაში რეგისტრაციის ფაქტსა და შესაბამისი სარეიტინგო ქულების  რაოდენობას. 4. თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან დაინტერესებული პირი    იმყოფება   იმ სახელმწიფოში, საიდანაც უნდა მოხდეს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება, ეს პირი უფლებამოსილია მიმართოს განცხადებით საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას და წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 5. საზღვარგარეთ  გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და სისრულეს ამოწმებს განცხადების მიმღები შესაბამისი ორგანო. 6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, მიღებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას და განცხადების მიღებიდან ორი   სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ – თუ განცხადების წარმდგენი პირის მონაცემები შეესაბამება ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ – თუ განცხადების წარმდგენი პირის მონაცემები შეუსაბამობაშია ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 8. ამ მუხლის მე‑7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობება წერილობითი დასაბუთებული ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. მუხლი 5🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ მიიღო ინფორმაცია საზღვარგარეთ ამ წესით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება ერთი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ გონივრულ ვადაში ატყობინებს მიღებულ ცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმირების მიზნით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გონივრულ ვადაში: ა)   ატყობინებს   გარდაცვლილის   ოჯახის   წევრებს   პირის   გარდაცვალების შესახებ და აღნიშნულის თაობაზე ორი სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; ბ)  თუ  დაადგენს  რომ  გარდაცვლილ  საქართველოს  მოქალაქეს  არ  ჰყავს  ამ წესის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრი, აღნიშნულის თაობაზე ორი სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, განიხილავს არსებულ დოკუმენტაციას, შეამოწმებს მის ნამდვილობასა და ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ინფორმაციის მიღებიდან ორი  სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ - თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ნამდვილად წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს; ბ)   გადმოსვენებასთან   დაკავშირებული   ხარჯების   ანაზღაურებაზე   უარის თქმის შესახებ – თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებული მონაცემები შეუსაბამობაშია ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მუხლი 6🔗 1. ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან შესაბამისი დაინტერესებული პირი, რომელმაც უზრუნველყო გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებიდან სამი თვის ვადაში უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვოს გადმოსვენებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 2. განცხადებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ“,  „გ“,  ,,ე“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთები, აგრეთვე შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს არსებული დოკუმენტაციის ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და განცხადების მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ –თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ნამდვილად    წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირს; ბ)   გადმოსვენებასთან   დაკავშირებული   ხარჯების   ანაზღაურებაზე   უარის თქმის შესახებ – თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებული მონაცემები შეუსაბამობაშია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მუხლი 7🔗 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან  ერთი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სააგენტოსათვის გადაგზავნას. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) საზღვარგარეთ გარდაცვლილი პირის მონაცემებს; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში პირის/ოჯახის რეგისტრაციის დამადასტურებელ რეკვიზიტებს; გ) საქართველოში გადმოსვენებისათვის საჭირო ხარჯების ზუსტ ოდენობას; დ) თანხის მიმღები შესაბამისი პირის პირად და საბანკო რეკვიზიტებს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტო,  გონივრულ  ვადაში, უზრუნველყოფს გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურებას ,,სოციალური დახმარებების“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულ შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. 4. სააგენტო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, გადაამოწმოს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის სისწორე. 6. საზღვარგარეთ  გარდაცვლილი   საქრთველოს   მოქალაქის   საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით.