„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2013 წლის 27 ივნისი

ქ. ხობი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და  გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №12 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 06/06/2013 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016090) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის და განყოფილების უფროსის:“

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  განყოფილების  უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:“;

გ) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალიტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:“

დ) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:“;

ე) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის 

სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: 

ა) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება.“

ვ) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სპეციალური მოთხოვნები შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის

სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:

ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  შესახებ” საქართველოს კანონი;

ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა  შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო  სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის 

სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:

ა) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანება;

დ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის №649 ბრძანება;

ე) „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანება;

ვ) საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №449 ბრძანება;

ზ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება.“ю.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა