ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.05.2013 ძალადაკარგული 21.11.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2013 წლის 30 მაისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ


1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, თანახმად №1 დანართისა;
2. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები', თანახმად №2 დანართისა.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა



დანართი №1
ხობის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:
ა) უმაღლეს/საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას;
ბ) ელექტრონულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებას (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა/გადაგზავნა); 
გ) ქართულ ენაზე გამართულ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას;
დ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს.
2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის   სავალდებულოა  შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე) საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულება;
თ) ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება  (რეგლამენტი).

მუხლი 2. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის.
3. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად და  მოიცავს საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ყველა თანამდებობას.

მუხლი 3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები.

მუხლი 4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
საკრებულოს აპარატის  საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად) სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა:
ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414  ბრძანებულება.

მუხლი 5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში
საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

მუხლი 6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1. აპარატის უფროსს და საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსებს    თანამდებობათა რანგების  შესაბამისად მოეთხოვებათ:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 2-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ან მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებულის  აკადემიური ხარისხი;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Windows, XP, Excel და Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთი  წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Windows, XP, Excel და Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. წამყვან სპეციალისტს და სპეციალისტს მოეთხოვება: უმაღლესი/საშუალო  განათლება.

მუხლი 7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში
1. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;
ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.
2. მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.


დანართი №2
ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები 
1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება პროფესიული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და ზოგადი უნარების სფეროში სავალდებულოა გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: 
ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის, განყოფილების უფროსისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებულისთვის:
ა.ა) უმაღლესი განათლება;
ა.ბ) მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება ან მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებულის  აკადემიური ხარისხი;
ბ) მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტისთვის უმაღლესი/საშუალო განათლება.
2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელისათვის   სავალდებულოა: 
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების მინიმალური ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.ზ) ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება  (რეგლამენტი);
ა.თ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
ბ) ქართულ ენაზე გამართულად წერა და მეტყველება;
გ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები;
დ) ელექტრონულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა/გადაგზავნა).

მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები გამგებლისა და გამგებლის მოადგილეებისთვის
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება გამგებელს და გამგებლის მოადგილეებს:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 

მუხლი 3. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  ადმინისტრაციული   სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის
1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  განყოფილების  უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
ბ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის  №47 ბრძანებულება;
გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414  ბრძანებულება;
დ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.
2. ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის  განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ვ) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
თ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.

მუხლი 4. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის
1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ე) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ბ) „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება;
გ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტერიის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
ბ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;
გ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.

მუხლი 5. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის
1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
თ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება.
2. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის, ბუნებრივი რესურსების, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის  2007 წლის 24 ოქტომბრის  №233  დადგენილება;
ბ) „ხობის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილება;
დ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2009 წლის 25 ივნისის №123 დადგენილება.
3. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) „,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2009  წლის  24 მარტი  №57  დადგენილება;
4. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედელობის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
ე) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება.

მუხლი 7. სპეციალური მოთხოვნები შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის
 სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
ზ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება.

მუხლი 8. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო  სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის
  სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსებს,  მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
ბ) ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
გ) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანება;
ვ) საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №449 ბრძანება;
ზ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება.

მუხლი 9. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის  
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს:
დ) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულება;
ე) ხობის  მუნიციპალიტეტის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულება.

მუხლი 10. სპეციალური მოთხოვნები  ტერიტორიული ორგანოების  საჯარო მოხელეებისათვის
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება  ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს (რწმუნებული) და   სპეციალისტებს:
დ) ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ტერიტორიული ორგანოების  დებულება.