ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.08.2013
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №12-36
სარეგისტრაციო კოდი 010250000.36.101.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება №12-36
2013 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1.
დამტკიცდეს, ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის თანდართული წესი.
2.
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი
დანართი
ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –კონკურსის და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –კონკურსის და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი (შემდგომში – საკონკურსო – საატესტაციო კომისია) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად.
2. ეს წესი ვრცელდება ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე.
მუხლი 2🔗.
კონკურსის/ატესტაციის მიზნები, ამოცანები და პრინციპები
1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან.
ბ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
გ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების და ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
3. კონკურსის/ატესტაციის ამოცანაა კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
4. კონკურსის/ატესტაციის პრინციპია:
ა) ობიექტურობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტედენტის და მოხელისთვის.
გ) არადისკრიმინაციული – კონკურსის/ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა.
დ) საჯაროობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურსათან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ე) კოლეგიურობა – კონკურსის/ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო – საატესტაციო კომისიის მიერ.
ვ) კორექტულობა – კონკურსის/ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო – საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
თავი II
საკონკურსო – საატესტაციო კომისია
მუხლი 3🔗.
საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები
1. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია, დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან/და დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:
ა) პირის პროფესიული ჩვევების, ცოდნის, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურების წარმართვა.
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისთვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო – საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში კონკურსს და ატესტაციას ატარებს საკონკურსო – საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ქ. თბილისის საკრებულო.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო – საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
6. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში, მოხელეთა ატესტაციის/კონკურსის დროს მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
მუხლი 5🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობას ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შედეგადაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 6🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეული). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ჩაითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფელბა აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კონკურსის შემთხვევაში, პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზების შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო – საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში, პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზების შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო – საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო – საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო – საატესტაციო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 7🔗.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. საკონკურსო – საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ქმნის საკონკურსო – საატესტაციო კომისიის სამდივნოს და განსაზღვრავს მის შემადგენლობას.
2. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას.
ბ) კანდიდატთა განაცხადების მიღებას.
გ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემთხვევაში, მის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას.
დ) დოკუმენტების კომისიისთვის წარდგენას.
ე) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას.
ვ) ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.
3. სამდივნოს საქმიანობაზე სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან.
4. კონკურსის ან/და ატესტაციის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 8🔗.
კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიის წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან.
თავი III
კონკურსი
მუხლი 9🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ქ. თბილისის საკრებულო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლება არანაკლებ 10 დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების თარიღი.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს ქ.თბილისის საკრებულოს აპარატი.
4. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის მონაცემებეს:
ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს.
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
გ) შესასრულებელი სამუშაოს პირობებს.
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.
ე) განცხადების და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას.
ვ) საკონკურსო – საატესტაციო კომისიის მისამართს.
5. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის ჩატარების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
6. ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
7. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 10🔗.
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელში მიეთითება მისი რეგისტრაციის ნომერი.
მუხლი 11🔗.
კონკურსის ჩატარების პირობები
1. კონკურსს ატარებს ქ. თბილისის საკრებულოს საკონკურსო – საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება.
ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება.
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო – საატესტაციო კომისია, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 12🔗.
კომისიის მიერ კანდიდატის განხილვა
1. კომისია კანდიდატების წერითი დავალებების, ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 13🔗.
კონკურსის შედეგები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო – საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნება მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
მუხლი 14🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 15🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
2 მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
3. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ”, „გ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 16🔗.
ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის კადრების განყოფილება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმების და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 17🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი კადრების განყოფილებაში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს კადრების განყოფილებაში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის კადრების განყოფილება.
5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებს და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონეს და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 18🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
7. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოხელისთვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 19🔗.
ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნას საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).
3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ, კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. თანამდებობაზე დანიშვნაზე/გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
7. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ წესის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება
მუხლი 20🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესებთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 1
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი _____________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა __________________________________________________
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი
და შედეგების შეფასება
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
წახალისება
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ხელმოწერა ______________________
თარიღი ________________________
დანართი №2
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ________________________________________________
დაბადების თარიღი და ადგილი _________________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება
___________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) _______________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა _________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია_____________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
შენიშვნა ___________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე ________________________
კომისიის წევრები ______________________________
თარიღი ________________________