ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2013
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2013
matsne.gov.ge 1,459 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგი სანდროშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ      ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2013 წლის 28 ივნისი ქ. ახალციხე „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო დაცვის სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის  დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილება (ვებგვერდი,  110915004, 19/09/2011). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი   აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები   სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", საქართველოს კანონები ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება" საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ" და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახური  სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდეგში სამსახური) წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო ტაქტიკურ სწავლებებში. მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები  1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით და ამ წესით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანების ან მითითებების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.  6. სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსოს სახსრებიდან.  7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.   8. სამსახურის სტრუქტურა  და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დანართის 21-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: 1. სამსახურის უფროსი 2. მთავარი სპეციალისტი 3. წამვანი  სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი 4. სპეციალისტი მეხანძრე – მაშველი, მძღოლი. მუხლი 5🔗.  მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: ა)  უმცროს მეთაურთა და რიგით, შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება). ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით. მუხლი 6🔗. სახანძრო დაცვის სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი 1. მოსამსახურეთა სამსახურში მიღება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განსაზღვრული წესით. 2. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა. აქვთ ზოგადი განათლება. ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს. 3. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ. 4. სამსახურში უფროსის და საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთა სახანძრო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები ზოგადი განათლებით და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი  კატეგორიის მართვის მოწმობით. 5. სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახური პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც თანხმდება გამგებელთან. მუხლი 7🔗. სამსახურში მიღების და გავლის წესი 1. სამსახურში არ მიიღება პირი თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული. მუხლი 8🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე; ბ) თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობის სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისთვის; გ) დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით დადებული სასჯელის საფუძველზე; დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი გადამზადება. მუხლი 9🔗. სამსახურებრივი დისციპლინა  1. სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, ასევე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზედ დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას. მუხლი 10🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში 1. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითის სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია:  ა) შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში; დ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას. მუხლი 11🔗. წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. დასაშვებია ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. მუხლი 12🔗. დისციპლინალური სასჯელი 1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინალური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინალური სასჯელის შემდეგი ფორმები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არაუმეტეს 1 წლის ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება; 2. ერთი დისციპლინალური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინალური სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა. მუხლი 13🔗. წახალისებისა და დისციპლინალური სასჯელის გამოყენების წესი. 1. სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობის მიხედვით. 2. უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავშირებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით. 3. წახალისების და დისციპლინალური სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალოდ უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 4. წახალისება და სასჯელი, როგორც წესი ცხადდება შესაბამისი ბრძანებით: წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას ზეპირი წესით, ხოლო მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება განხორციელდეს ზეპირად. 5. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადგენამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. 6. დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. 7. დისციპლინალური სასჯელი ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ. მუხლი 14🔗. სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა სასჯელის დადებისას. 1. თუ მოხელე უფროსის აზრით იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას. 2. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინალური წესით. მუხლი 15🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო დრო. 2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით. მუხლი 16🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები  1. მოსამსახურეების სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 17🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი 1. სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. მუხლი 18🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივად დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. სამსახურებრივი სარგო განისაზღვრება გამგეობის მიერ. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 19🔗. შეღავათები და გარანტიები 1. მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში, საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურეობრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტი საშუალებას, მისი შენახვის და საწვავ-საპოხის მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 20🔗. ცვლილებები და დამატებები 1. წინამდებარე წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21🔗.  ახალციხის მუნიციპალიტეტის  სახანძრო-სამაშველო სამსახურის  სტრუქტურა და საშტატო რიცხოვნობა      1. სამსახურის უფროსი                                                                                1                       2. მთავარი სპეციალისტი                                                                            1                       3.მთავარი სპეციალისტი - სახანძრო ზედამხედველობის დარგში      1                       4.მთავარი სპეციალისტი - ვალეს სახანძრო რაზმის უფროსი              1                       5. წამყვანი სპეციალისტი სამსახურის საქმის წარმოების დარგში.     1                     6. წამყვანი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი   ახალციხეში          3                     7. წამყვანი სპეციალისტი - ათეულის მეთაური ვალეში                        3                   8 . სპეციალისტი - მეელსმენე  (დისპეჩერი)                                              3                    9. სპეციალისტი - მძღოლი-მექანიკოსი                                                      1                      10. სპეციალისტი - მძღოლი                                                                          9                   11. სპეციალისტი - მეხანძრე-მაშველი.                                                         16                                             სულ 40 ერთეული