განჩინება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი’’-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5795-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2013 წლი ს 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – მოვალე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 202943182)

წარმომადგენელი – დავით თუთბერიძე (დირექტორი)

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ნათია სახოკია

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

2013 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,კავკასიის  ციფრული  ქსელის’’ დირექტორმა დავით თუთბერიძემ და მოითხოვა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2013 წლის 27 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი, განსახილველად დარჩა მომრიგებელი საბჭოს წევრთა დამტკიცების თაობაზე საკითხის განხილვა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამე ო რე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ კრება შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2013 წლის 8 ივლისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12, კმ. №6), სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                   თამარ ჭუნიაშვილი