„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№167
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ, 33, 23/03/2005,  სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.186) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მიხეილ ჯანელიძე  –   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ციკოლია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გოგიტა გვენეტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

მარინე მაჭარაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ყიფიანი –  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი

დავით   შერვაშიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

კახა ბაინდურაშვილი –  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

მამუკა ბახტაძე  –  სს  „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

მაია გუნცაძე  – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

ირაკლი კოტეტიშვილი – სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი

თამთა ცოცხალაშვილი – სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ნინო ცეცხლაძე – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პორტფელის მენეჯერი

ირაკლი კოვზანაძე –  სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი ბაჩიაშვილი სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

მიხეილ სხიერელი – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეკონომიკურ საკითხებში ურთიერთობის კოორდინატორი

ნანა შავიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი