„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 104
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილე ბა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მალხაზ აკიშბაია –საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
გენადი არველაძე –საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
მარიამ გაბუნია –საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი
გოგიტა გვენეტაძე –საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ეკატერინე ეგუტია –სსიპ– ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე
სერგო კალაძე –საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი
გიორგი კუბლაშვილი –საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში
თამარ პატარიძე – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
მაია სიდამონიძე – სსიპ–საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მანანა ქავთარაძე –საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
ირაკლი ქაშიბაძე –საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ყაველაშვილი –საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ნანა შავიძე –საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
მამუკა ციხელაშვილი –საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური