„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №89
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 332) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ალავიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
გრიგოლ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი
პაატა კალანდაძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში
სერგო კალაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
სოსო სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ნანა შავიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
ზურაბ შურღაია – შპს „ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ ჯანჯღავა – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი
ბექა ჯაყელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური