შეტყობინება სს "ქართლიგაზი"-ს კრედიტორთა მიმართ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ქართლიგაზის ” (ს/კ236096265) კრედიტორთა საყურადღებოდ
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის განჩინების თანახმად სს „ქართლიგაზის ” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით საზოგადოების გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
სს „ქართლიგაზის ” ქონების რეალიზაციის მიზნით 2013 წლის 4 ივნისს გამოცხადდა მესამე (ონლაინ) აუქციონი. აუქციონი დასრულდა 2013 წლის 12 ივნისს.
მესამე აუქციონზე გამოტანილი ქონება დაყოფილი იყო 16 ლოტად, რომლიდანაც გაიყიდა 15 ლოტი, ხოლო აუქციონი 1 ლოტზე დასრულდა უშედეგოდ.
ქონება, რომლის რეალიზაციაც არ მოხდა მესამე აუქციონზე, ექვემდებარება კრედიტორებისთვის ნატურით გადაცემას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის თანახმად, თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი,აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობი ს შესაბამისად.კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ კრედიტორებს უფლება აქვთ, ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ განცხადება სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბუროში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი) ქონების ნატურით მიღების მოთხოვნის თაობაზე.
გაკოტრების მმართველის
აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმომადგენელი ვ. ხაჭაპურიძე