⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.01.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 01.07.2013
ძალის დაკარგვა 08.01.2016
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.153.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 475 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.2013 მიღება
08.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორიაK IMG
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №29 2013 წლის 1 ივლისი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება, რომელშიც გამოიყოფა სამი ზონა : ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული. 2.1.   ცენტრალურ ზონაში  (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) მიწის ნორმატიული ფასი – 70.02  ლარი. 2.2. შუალედურ ზონაში (ღართიკარი  და სადგურის დასახლება) მიწის ნორმატიული ფასი – 63.65  ლარი. 2.3.  პერიფერიულ ზონაში (ნარეკვავი, არმაზი, მუხადგვერდი, კარსანი) მიწის ნორმატიული ფასი – 57.28 ლარი.  მუხლი 3🔗 სოფლებში მიწის ნორმატიულ ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30 % ანუ 19.09  ლარი; მუხლი 4🔗 დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 40% ანუ 25,46  ლარი. მუხლი 5🔗 საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 80 % ანუ 50.92 ლარი. მუხლი 6🔗  ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის  №11 დადგენილება (სსმ, 13.02.2012,  370020000.35.153.016095). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი                                   მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                                      2013 წლის   1 ივლისის  №29   დადგენილების დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:     CN = IMG  X  ITL X C X K, სადაც: CN –  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნორმატიული ფასი ქ.მცხეთის შუალედურ ზონაში. IMG –  არის ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,63-ს; ITL –  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. მცხეთის შუალედურ ზონაში. უდრის 1-ს; C –  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 421 -ს. ტერიტორიაK IMG ITL C K, შუალედური ზონის ნორმატიული ფასის % N CN ლარი I. ქ. მცხეთა  მ.შ. 1. ცენტრალური 2. შუალედური 3. პერიფერიული II. სოფლებში III. დასახლებათა შორის არეალები IV საერთაშორისო და შიდასახელმწ. გზების გასწვრივ  0.63   -   -   - - - 1.1 1 0.9   1   1   1      0.24 - - - - -      421 - - - - - 110 100 90 30 40 80 70.02 63,65 57,29 19.09 25.46 50.92