შპს "ლოიალ კაპიტალ პროფერთის" მიმართ გაკორტების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7933-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7933-13 ( 330230913246961)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2013 წ ლი ს1 ივლისი               

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკი სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი” (ს/კ 204526192)

წარმომადგენელი: როინ მოსეშვილი (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 7 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „ლოიალ კაპიტალ პროფერთის” დირექტორმა როინ მოსეშვილმა და ითხოვა შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ლოიალ კაპიტალ პროფერთი ს ” დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 11157836,33 (თერთმეტი მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდათექვსმეტი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარს. კრედიტორების სახით მოვალე ასახელებს შვიდ პირს, რომელთაგან სამი უცხოური კომპანიაა – „ბულვერ ინტერაციონალ ინკ”, „ლანგურ მენეჯმენტ” და „პროჯექტვიდე ვეტურეს ლტდ”. მოვალე საწარმოს დღეის მდგომარეობით არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2013 წლის 6 ივნისის მდგომარეობით შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” საბანკო ანგარიშებზე აქვს თანხა 6474,68 (ექვსი ეთას ოთხას სამოცდათოთხმეტი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარის ოდენობით, სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება კი მას არ გააჩნია. მითითებული გარემოებების საფუძველზე, მოვალე შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” დირექტორი როინ მოსეშვილი ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” უარი უნდა ეთქვას განცხადებ ის სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” ქონების სიმცირის სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში”. საბანკო ანგარიშებიდან სს „თიბისი ბანკის” მიერ გაცემული ამონაწერებიდან დადასტურებულია, რომ შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” №78136080100002 ანგარიშ ზე აქვს 6313,14 ლარი, №333467924 ანგარიშზე აქვს 155,39 ლარი, №100467031 ანგარიშზე ერიცხება 3,85 ლარი და ანგარიშზე, რომლის ნომერიცაა 29336020100005, აქვს 230 ლარი. ჯამში შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” ფულადი სახსრები შეადგენს 6702,38 ლარს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სს „საქართველოს ბანკის” , სს „პროკრედიტ ბანკის” , სს „ბანკი რესპუბლიკას” , სს „პრივატბანკის” , სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” , სს „ბანკი კონსტანტას” და სს „ლიბერთი ბანკის” მიერ გაცემული ცნობები, რომლ ებ იდანაც ირკვევა, რომ შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” ხსენებულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშები გახსნილი არ აქვს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობა, რომ შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” (ს/კ 204526192) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 ივნისის ცნობის თანახმად, შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი” (ს/კ 204526192) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი ს ” ქონება მხოლოდ 6702,38 ლარი ა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” აქტივი შეადგენს 6702,38 ლარს. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუნ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ვერ უზრუნველყოფს ასეთი წარმოების მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რაც მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაზომიერ დაცვას, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს (იხ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი თ გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” (ს/კ 204526192) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან, ხოლო უცხოელ კრედიტორთათვის მათთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი განჩინების ასლის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” (ს/კ 204526192) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” (ს/კ 204526192) რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2013 წლის 4ივლისის ა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთიმ”.

4. უცხოელ კრედიტორთა ინფორმირების მიზნით შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი” ვალდებულია გონივრულ ვადებში უზრუნველყოს განჩინების გადათარგმნა, თარგმანის ნოტარიალური დადასტურება, ნათაგმნი განჩინების ასლების უცხოელ კრედიტორთათვის ჩაბარება, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთა და ნათარგმნი განჩინების ერთი ეგზემპლარის სასამართლოში წარმოდგენა.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის და უცხოელ კრედიტორთათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ იგივე წესით სხვა კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობ აში.

 

მოსამართლე                   ბესიკ სისვაძე