საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.07.2013 ძალადაკარგული 28.05.2014
ნომერი
№87/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430090000.22.022.016607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №87/ნ

2013 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-19 მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;

გ) სასურველი სპეციალობა: სახელმწიფო მმართველობა, განათლების ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები;

დ) განათლების სისტემაში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

ე) უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook);
ზ) უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი, რუსული –კარგი)   ცოდნა;

თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც:
• აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
• აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
• აქვს პოლიტიკის დოკუმენტებზე და სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობის გამოცდილება;
• აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება. 

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.