სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 02-884
/ო
2013 წლის 2 ივლისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების
შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „უნიმედი კახეთზე” (მისამართი: ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქუჩა №15) გაცემული
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია” – სალიცენზიო მოწმობა №002091 (ბრძანება №02-758/ო, 19.08.2011 წ.)
.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „უნიმედი კახეთის” დირექტორის ი. მანელიძის განცხადება №72979, 27.06.2013 წელი.
სააგენტოს უფროსი
გია თვალავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 02.07.2013. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-884/ო.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №02-884/ო, 02.07.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1962105/