„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 38-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ ოფიცერს მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭება სამხედრო მოსამსახურისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაზე 6 თვით ადრე.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 463 მუხლი:
„მუხლი 463. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადასულ პირთა სპეციალური წოდებების შესაბამის სამხედრო წოდებებთან გათანაბრება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირთა ნუსხა, რომელთა სპეციალური წოდებები გაუთანაბრდება შესაბამის სამხედრო წოდებებს, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შემთხვევაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№788–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №788. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.020.05.001.003.370.
- სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №788, 19.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.003.370 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19630/