„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №01/395 |
|
2013 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულებაში (შემდგომში - დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდგომში – „სასახლე“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. „სასახლე“ წარმოადგენს მრავალპროფილიან სასწავლო, კულტურულ, სპორტულ, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებას“. 2. დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო პროცესის შინაარსის განსაზღვრა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|